სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1884-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 010230000.09.001.016712
1884-IXმს-Xმპ
05/10/2022
ვებგვერდი, 07/10/2022
010230000.09.001.016712
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“.

2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 140 000 ლარით.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების ფინანსური აუდიტის ხარჯები გასწიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.

4. დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

5 ოქტომბერი 2022 წ.

N1884-IXმს-Xმპ