საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1885-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 010230000.09.001.016713
1885-IXმს-Xმპ
05/10/2022
ვებგვერდი, 07/10/2022
010230000.09.001.016713
საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „KPMG Georgia“.

2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 300 000 ლარით.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს აუდიტორულ ფირმასთან – შპს „KPMG Georgia“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

5 ოქტომბერი 2022 წ.

N1885-IXმს-Xმპ