დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016599 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2015 010250050.35.137.016217) კერძოდ:
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 31 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 401, 1522; ასევე, საქართველოს კანონის ,,სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე დან 129-ე მუხლებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან მიმართებით, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევისას, საქართველოს კანონის ,,სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მე-15 თავში მოცემული სანქციებით სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე და 26-ე მუხლებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან მიმართებით, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 43-ე,44-ე, 45-ე, 48-ე, 50-ე, 51-ე, 52-ე და 521 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები