დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 027 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 04/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060080.70.082.016099 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებით (ვებგვერდი, 11.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060080.70.082.016060) დამტკიცებულ პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ვ“-„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი; ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.“. 3. დანართი №3-ის: ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 პროკურორთა დატვირთვა გამოითვლება როგორც ინდივიდუალური სტრუქტურული დანაყოფის შიგნით, ასევე ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში. პროკურორთა დატვირთვის გამოთვლისას გაითვალისწინება ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის სპეციფიკა. შესაბამისად, ერთმანეთს დარდება მხოლოდ ერთი ტიპის სტრუქტურული დანაყოფები. კერძოდ, რაიონული პროკურატურის პროკურორის მონაცემები დარდება მხოლოდ რაიონული პროკურატურების პროკურორთა მონაცემებს, ხოლო თბილისის, საოლქო, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების პროკურორთა მონაცემები – ერთმანეთს.“. ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;“; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.“. 4. დანართი №6-ის პირველი მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დათვალიერების/ამოღების/გამოთხოვის ოქმი;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.გ) „ნ“-„ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ა.დ) „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-5 პუნქტის: გ.ა) „ა“-„ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები