„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/10/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.107.016408
8
03/10/2022
ვებგვერდი, 05/10/2022
010250040.35.107.016408
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2022 წლის 3 ოქტომბერი

ქ. ჩხოროწყუ

 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 სექტემბრის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/09/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.107.016407) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა)  მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“;

ბ) 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან, რომლის შესახებაც უნდა აცნობოს საკრებულოს შესაბამის ფრაქციას, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას და საკრებულოს ბიუროს;

3. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო, საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების ჩაბარებიდან.“;

გ) 36-ე მუხლის მე-11, მე-12, მე-13 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს (მოადგილეებს). ფრაქციის რეგისტრაციისათვის ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იყოს ფრაქციის ყველა წევრის მიერ და მას თან უნდა ერთვოდეს ფრაქციის წესდება.

12. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას  (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. საკრებულოს  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განცხადებისა და ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეტანილი იქნება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად.

13. ფრაქციაში ახლი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმაში და/ან წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარისა და მოადგილის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად ამ ფაქტის დადგომის დღიდან, რასაც საკრებულოს  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.

16. თუ საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.“;

დ) 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა საკრებულოს კომისიებში და დროებით სამუშაო ჯგუფებში განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად. ფრაქციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ადგენს საკრებულოს ბიურო საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინების საფუძველზე. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომა ამ საკითხს იხილავს რიგგარეშე და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-სა.“;

) მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს ფრაქციას და/ან უფრაქციო წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი საკრებულოს წევრი საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას საკრებულოს სამანდატო,   საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო. საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ საკრებულოს წევრთა რაოდენობა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება;“;

) 67-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მსჯელობს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია. კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის გაფრთხილების ან სამი თვის ვადამდე მისი სხდომაზე არ დაშვების შესახებ. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საკრებულო კენჭისყრის საფუძველზე, წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. სხდომაზე არ დაშვების შესახებ  გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს წევრს რჩება უფლება მონაწილეობა მიიღოს კომისიათა მუშაობაში.“;

) 99-ე მუხლის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. პეტიციის რეგისტრაციასთან, ხელმოწერების შემოწმებასთან და პეტიციის განხილვასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და საკრებულოს რეგლამენტის 109-ე მუხლის შესაბამისად. “;

) მე-100 მუხლის პირველი, მე-3, მე-11-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ რეგლამენტის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომში – აპლიკაცია) მეშვეობით.

3. მომხმარებელი ვალდებულია ამ რეგლამენტის 99-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექსტი განათავსოს აპლიკაციაში ქართული Silfaen შრიფტით და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით, თან დაურთოს ამ რეგლამენტის 99-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტები.

11. პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, ამომრჩეველთა მიერ ამ რეგლამენტის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მინიმალური ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის „რეგისტრაციაზე გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხმარებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტსა და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სრულ სიას, აგზავნის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ამ შემთხვევაში აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში აკეთებს აღნიშვნას 99-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის  თარიღის თაობაზე და საკრებულოს აპარატისგან ითხოვს პეტიციის მიღების დადასტურებას, საკრებულოს აპარატისგან მიღების დადასტურების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომხმარებელს, თარიღისა და დროის მითითებით.

12. პეტიციის ტექსტის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან და 99-ე მუხლის მოთხოვნებთან, ასევე პეტიციის საკრებულოში გადაგზავნამდე, ამომრჩევლების მიერ მათი მონაცემების სრულად შეყვანით ელექტრონულად განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობის, 99-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მინიმალურ  რაოდენობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

13. პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი იწყებს ამ რეგლამენტის 99-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას.

14. ამ რეგლამენტის 99-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს  უგზავნის მომხმარებელს და აღნიშნულს განათავსებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე.“;

ი) 108-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას (საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.

4. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა წურწუმია