„საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის N042 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის N042 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 028
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 04/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016100
028
04/10/2022
ვებგვერდი, 05/10/2022
110060080.70.082.016100
„საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის N042 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №028

2022 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის №042 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის №042 ბრძანებით (ვებგვერდი, 19/10/2020, სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016055) დამტკიცებული საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის  და პროგრამის დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №1

საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა

შინაარსი

1. საკონსტიტუციო სამართალი;

2. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;

3. სისხლის სამართალი;

4. სისხლის საპროცესო სამართალი;

5. ადმინისტრაციული სამართალი;

6. სასჯელაღსრულებითი სამართალი;

7. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

საკონსტიტუციო სამართალი

თემა I. საქართველოს კონსტიტუცია.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი

თემა I. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია;

თემა II. „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ 1959 წლის ევროპული კონვენცია;

თემა III. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენცია (გარდა II და III თავებისა);

 თემა IV. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის ევროპული კონვენცია.

სისხლის სამართალი

 თემა I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.

სისხლის საპროცესო სამართლი

 თემა I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

ადმინისტრაციული სამართალი

 თემა I. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

სასჯელაღსრულებითი სამართალი

თემა I. საქართველოს კანონი ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“;

 თემა II. პატიმრობის კოდექსი.

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები

 თემა I. საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე