„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 866
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017356
866
12/10/2022
ვებგვერდი, 12/10/2022
040030000.22.027.017356
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №866

2022 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 18/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016574) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის: 

ა) მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციის დეპარტამენტში, სხვა თანამშრომლებთან ერთად, შედიან მთავარი იურისტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი და პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი უზრუნველყოფს:

ა) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას და მათი საშუალებით მაცნეს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას;

ბ) მაცნეს ვებგვერდის, მართვის ავტომატიზებული საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული სისტემების ადმინისტრირებასა და გამართულ ფუნქციონირებას, აგრეთვე, მაცნეს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს ინფორმაციული კომუნიკაციების სფეროში;

გ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში მაცნეს თანამშრომელთა ხელშეწყობას შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით;

დ) მაცნეს მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის თანამედროვე და ნოვაციური სისტემების მოძიებას, შესწავლასა და დანერგვას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე