„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017021
65
07/10/2022
ვებგვერდი, 07/10/2022
120340000.22.026.017021
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №65

2022 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016214) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მე-10 და მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადები;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩაოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მე-10 და მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადები  კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ რეზერვისტების მომზადება-გადამზადებას, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას, არსებული რესურსების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაციაში, თავდაცვის ძალების რეზერვის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ანალიზს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე