„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/10/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.128.016471
24
03/10/2022
ვებგვერდი, 04/10/2022
010250040.35.128.016471
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2022 წლის 3 ოქტომბერი

დაბა ხარაგაული       

 

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაშიცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის  საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი  16/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.128.016156).

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ე“) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობად მიღებისა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე და მთავრდება იმავე კოდექსით დადგენილი წესით ან საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევაში ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.

3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  მე-13 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1.საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ შესაბამისად.

„2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს ცნობის სახით.

„3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ შესაბამისად დაწყებისთანავე.

4. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება თუ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა დასტურდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად.

5. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების ცნობად მიღებამდე, მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:

ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;

გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;

დ) საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყების ცნობად მიღება.

6. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„45. ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყების ცნობად მიღება

1.ახალარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის და სამანდატო დროებითი კომისიის არჩევის შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამანდატო დროებით კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების დაწყების შესახებ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმი/ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვა), რის შემდეგაც ცხადდება შესვენება. შესვენების დროს, ცალკე ოთახში იკრიბება სამანდატო დროებითი კომისია, რომელიც საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით აცნობებს საკრებულოს მისი წევრების უფლებამოსილების დაწყების შესახებ.

2. ახალარჩეული საკრებულო, სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყების თაობაზე იღებს ცნობის სახით სამანდატო დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

7. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 46-ე მუხლი პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობად მიღების  შემდეგ საკრებულოს პირველ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე