„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/421
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 30/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016765
1-1/421
30/09/2022
ვებგვერდი, 30/09/2022
300300000.22.024.016765
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/421

2022 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით   დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ, III, 31.08.2006წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება და „ბაზრის წესებს“ დაემატოს 49-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 49. 2022 წლის ოქტომბრის თვეში ეგხ 220 კვ ,,სალხინოთი“ და ეგხ  110 კვ ,,ნაკადულით“ შემოტანილი და თურქეთის რესპუბლიკაში სატრანზიტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის შესყიდვის დროებითი წესი

1. 2022 წლის ოქტომბრის თვეში ტრანზიტის განხორციელებისას, ეგხ 220 კვ ,,სალხინოთი“ და ეგხ  110 კვ ,,ნაკადულით“ შემოტანილი და თურქეთის რესპუბლიკაში სატრანზიტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ნაწილი (არაუმეტეს 60 000 000 კვტ.სთ იმპორტირებული ელექტროენერგია)  იმპორტიორისგან შესყიდულ იქნეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ანაზღაურება განხორციელდება იმავე მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტიორისათვის  დაბრუნებით. წინამდებარე წესების მე-14 მუხლის 11 პუნქტის მიზნებისათვის, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდული ელექტროენერგიის პირობითი ფასი განისაზღვროს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით მისაწოდებელი საექსპორტო ელექტროენერგიის შესყიდვის საპროგნოზო ხარჯების გათვალისწინებით.

2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად შესყიდული  ელექტროენერგიის იმპორტიორისათვის  დაბრუნება განხორციელდება  არაუგვიანეს 2022 წლის დეკემბრისა,  მხარეებს შორის დამატებით გაფორმებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ელექტროენერგიის დაბრუნება და აღნიშნული მიზნით ტრანსსასაზღვრო ხაზის საექსპორტო მოცულობის განაწილება განხორციელდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით განსაზღვრული მოცულობებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინების გარეშე.

3. აღნიშნული მუხლით დადგენილი წესი ძალაშია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი