დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №736 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017280 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №736 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №736 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016473) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12 დეპარტამენტის საქალაქო და რაიონული სამმართველოები, ამ დებულების მე-10 და მე-11 მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ: ა) უბნის პასპორტების წარმოებას; ბ) ქვეითად პატრულირებას; გ) სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შეზღუდვების შესრულების კონტროლს, რომლებიც დაწესებული აქვთ: გ.ა) თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გათავისუფლებულ პირებს; გ.ბ) თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლებულ პირებს; გ.გ) სასჯელის მოხდისაგან პირობით გათავისუფლებულ პირებს; გ.დ) განაჩენის აღსრულებაგადავადებულ პირებს; დ) პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ; ე) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადისთვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველყოფას, ასევე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას; დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობას; ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე, სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას; ზ) ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესებით დადგენილ უფლებამოსილებებს; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები