„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 02/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.155.016390
17
30/09/2022
ვებგვერდი, 03/10/2022
010260020.35.155.016390
„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2022 წლის 30 სექტემბერი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 11/12/2017, 010260020.35.155.016249) დადგენილებით დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში“  შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

ა)  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და გარე ვაჭრობაზე  საკრებულოს მიერ დადგენილ წესებზე ზედამხედველობა;“

გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აწარმოოს კონტროლი გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და გარე ვაჭრობის ღონისძიებათა შესრულებაზე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი