დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.169.016516 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 13/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016317) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 15. მერიის სამსახურები 1. მერიის სამსახურები შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფენ მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებენ მერის და მისი დავალებით – საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს. 2. მერიის სამსახურები საქმიანობას წარმართავენ მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მერიის სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად. 3. მერიის სამსახურის საქმიანობას უძღვება მერიის სამსახურის უფროსი. 4. მერიის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური, რომელსაც აქვს: ა.ა. ადამიანური რესურსების და საქმისწარმოების განყოფილება; ა.ბ. შესყიდვების განყოფილება. ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური, რომელსაც აქვს: გ.ა. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება; დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური; ე) ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური რომელსაც აქვს: ე.ა. ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის განყოფილება; ე.ბ. სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება; ვ) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ზ) შიდა აუდიტის სამსახური; თ) იურიდიული სამსახური; ი) ზედამხედველობის სამსახური; კ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები