„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ,“ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ,“ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016452
16
30/09/2022
ვებგვერდი, 04/10/2022
010250020.35.124.016452
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ,“ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2022 წლის 30 სექტემბერი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ,“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლისმე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016430) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის (სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების წესი არ ვრცელდება ონკოლოგიურ პაციენტსა და 18 წლამდე ასაკის იმ პირზე, რომელსაც შუამდგომლობას უწევს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. აღნიშნულ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება სრულად, მაგრამ არა უმეტეს 1300 ლარისა“.“

2. მე-20 მუხლი (სტიქიური მოვლენების შდეგად დაზარალებულ მოქალაქეთა და სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი  ბინის ქირით უზრუნველყოფა. პროგრამული კოდი 060220) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. სტიქიური მოვლენების ან/და სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირითა ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასალის დაფინანსება. პროგრამული კოდი 060220

1. პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების ან/და სხვადასხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრებელი სახლი. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ საცხოვრებელი ბინის ქირის უზრუნველყოფით,  ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასალების დაფინანსებით.

2. ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა სტიქიური მოვლენის აღწერის ან/და უსახლკარობის შესახებ;

დ) ბინის მეპატრონისაგან დოკუმენტაცია ქირავნობის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ე) ბინის მეპატრონის პირადი ანგარიში ბანკიდან;

3. ბინის ქირით ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბინის მეპატრონესა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

4. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებით/მასალებით დახმარების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა დახმარების საჭიროების შესახებ;

დ) სხვა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იქნება მერიის შესაბამისი კომისიის მიერ და დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.

5. ბინის ქირითა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებით/მასალებით დახმარების თაობაზე განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია“.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე