დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 208 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 30/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016270 |
|
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საჰაერო კოდექსის 91 მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 17.10.2013 წ., 310050000.54.066.016048) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ზ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისგან გათავისუფლების უფლება აქვს სააგენტოს გამონაკლისის სახით, განსაკუთრებული სახელმწიფო ინტერესის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მომართვის საფუძველზე, იმ საჰაერო ხომალდის მიმართ, რომლის დერეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან, აღნიშნული საჰაერო ხომალდი რეგისტრირებულია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში და მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, ან მისი სტრუქტურული ერთეული.". |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები