„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 05/10/2022
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016271
218
05/10/2022
ვებგვერდი, 07/10/2022
310050000.54.066.016271
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №218

2022 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის  №205 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 17.10.2013წ., სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016048) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  სხ-ს აქვს:

ბ.ა)  EASA-ს მიერ გაცემული/აღიარებული ტიპის სერტიფიკატი, გარდა ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჰაერო ხომალდებისა;

ბ.ბ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისთვის, შვეულმფრენისთვის და 5700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავისთვის, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის უშუალო დაკვეთით, ისეთი სპეციალური ფრენების შესრულების მიზნით, როგორიცაა: სამხედრო-საპოლიციო, საბაჟო, საძებნ-სამაშველო, ხანძარსაწინააღმდეგო, სასაზღვრო-საკონტროლო, სანაპირო-დაცვითი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სეტყვის საწინააღმდეგო, ან მისი ექსპლუატაცია ხორციელდება სასწავლო მიზნებისათვის - ICAO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი ან ეკვივალენტური საბუთი, რომელშიც აღწერილი იქნება საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო-ტექნიკური მახასიათებლები და ინსტრუქციები“.

2. მე-4 მუხლის:

ა) 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საჰაერო ხომალდის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „მ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთების სააგენტოში წარდგენა ხორციელდება სხ-ის იდენტიფიცირების შემდეგ“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.   

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე