„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 05/10/2022
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016273
220
05/10/2022
ვებგვერდი, 07/10/2022
310050000.54.066.016273
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №220

2022 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016050, 15/10/2013) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ფრენის ვარგისობის სპეციალური სერტიფიკატი – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისთვის, შვეულმფრენისთვის და 5700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის ან არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავისთვის, სააგენტოს მიერ აღიარებული და მწარმოებლის სახელმწიფოს მიერ დადგენილი საფრენად ვარგისობის ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ფრენის ვარგისობის ნორმები

1. სტანდარტული ფვს გაიცემა, თუ საჰაერო ხომალდი, მასზე დამონტაჟებული ძრავები, საჰაერო ხრახნები, კომპონენტები და სხვა აღჭურვილობა აკმაყოფილებს EASA-ს მიერ დადგენილ ფრენის ვარგისობის ნორმებს (CS-Certification Specification) და გააჩნია EASA-ს მიერ გაცემული ან აღიარებული ტიპის სერტიფიკატი.

2. სპეციალური ფვს გაიცემა, თუ საჰაერო ხომალდი, მასზე დამონტაჟებული ძრავები, საჰაერო ხრახნები, კომპონენტები და სხვა აღჭურვილობა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და შეესაბამება ტიპის სერტიფიკატის ან ეკვივალენტური საბუთის გამცემი ქვეყნის მიერ დადგენილ ფრენის ვარგისობის ნორმებს, რომელიც გაიცემა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისთვის, შვეულმფრენისთვის და 5700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავისთვის, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის უშუალო დაკვეთით საქმიანობის უზრუნველყოფისთვის (სამხედრო-საპოლიციო, საბაჟო, საძებნ-სამაშველო, ხანძარსაწინააღმდეგო, სასაზღვრო და სასოფლო-სამეურნეო, სეტყვის საწინააღმდეგო), ან მისი ექსპლუატაცია სასწავლო მიზნებისათვის“;

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დასტურდება საჰაერო ხომალდის შესაბამისობა საფრენად ვარგისობის ნორმებთან, რაც ითვალისწინებს შემდეგს:

ა.ა) საჰაერო ხომალდზე შესრულებულია მოდიფიკაციები და რემონტები კანონმდებლობის მიერ დადგენილი მოთხოვნების (სააგენტოსთან შეთანხმებული მონაცემების) შესაბამისად;

ა.ბ) საჰაერო ხომალდზე დაყენებული კომპონენტები, ნაწილები და მოწყობილობები შეესაბამება შემმუშავებლის მიერ დადგენილ ინსტრუქციებს და პროცედურებს;

ა.გ) საჰაერო ხომალდზე არსებული მარკირება და საინფორმაციო ტაბლოები შეესაბამება შემმუშავებლის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;

ა.დ) სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო შეესაბამება საჰაერო ხომალდის კონფიგურაციას და ასახულია სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ყველა ცვლილება.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სპეციალური ვარგისობის განაცხადის შემთხვევაში, წერილობითი დასაბუთება, რომელიც ადასტურებს, რომ სხ-ის ექსპლუატაცია ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის უშუალო დაკვეთით (სამხედრო-საპოლიციო, საბაჟო, საძებნ-სამაშველო, ხანძარსაწინააღმდეგო, სასაზღვრო და სასოფლო-სამეურნეო, სეტყვის საწინააღმდეგო).“.

4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„დ) საჰაერო ხომალდის რომელიმე სისტემაზე გაუმართაობის არსებობის შემთხვევაში, მისი ექსპლუატაციაზე დაშვება განახორციელოს მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის გათვალისწინებით;

ე) თუ საჰაერო ხომალდზე აკლია რომელიმე ნაწილი, ექსპლუატაციაზე დაუშვას კონფიგურაციის გადახრის ჩამონათვალის გათვალისწინებით;

ვ) საჰაერო ხომალდზე არსებული დაზიანება არის შემმუშავებლის მიერ დადგენილი ზღვრების ფარგლებში.“.

5. დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელსაც ამ წესის ამოქმედების დროს გააჩნია სხ-ის ფრენის ვარგისობის მოქმედი სერტიფიკატი, ვალდებულია სერტიფიკატის დანართის ვადის გაგრძელებისთვის უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე