დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს №212 ბრძანების ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 599 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 26/06/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.11.106.005.902 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.902
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №599
2003 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს №212 ბრძანების „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცების შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დღეისათვის საქართველოში მოქმედებს საქმისწარმოების ორგანიზაციის უნიფიცირებული ნორმატიული აქტი – საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ”, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სახელმწიფო დაწესებულებისათვის. ეს ბრძანებულება დეტალურად და სრულყოფილად არეგულირებს საქმისწარმოების აუცილებელ ყველა იმ საკითხს, რომელიც გათვალისწინებულია იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს №212 ბრძანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს №212 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცების შესახებ”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები