„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017625
338
29/09/2022
ვებგვერდი, 30/09/2022
200090000.22.033.017625
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №338

2022 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის:

1. 81-ე მუხლის 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავს და ადმინისტრაციულ სახდელს ადებს იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით, 4211 მუხლის პირველი–21 ნაწილებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 3​​2 ნაწილებით, 129​​1 მუხლით, 1553 მუხლის პირველი–მე-6, 63, 64 და მე-7–მე-10 ნაწილებით, 155​​5 მუხლით, 155​6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე მუხლით, 171​5 მუხლის მე-3, მე-7, 8​​1 და 82 ნაწილებით, 17417, 17715, 1793, 1911 და 194-ე მუხლებით;“.

2. 82-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ოქმს ხელს აწერენ: ოქმის შემდგენელი პირი (გარდა ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმისა), სამართალდამრღვევი, აგრეთვე დამსწრე, მისი არსებობის შემთხვევაში. ელექტრონული ფორმით შედგენილ ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა შესაძლებელია განხორციელდეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით, რომელიც არის მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე. ელექტრონული ფორმით ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად, რომელიც ამოიბეჭდება და თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს, გარდა ამ წესის 81-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან  სასამართლოს ამავე წესის 81-ე მუხლის 51 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან მე-6 პუნქტის გათვალისწინებით. ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმი ელექტრონულად ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს. დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმის ამობეჭდვა და გაგზავნა სამართალდამრღვევი პირისათვის. ამასთან, დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმის ამობეჭდვა და ჩაბარება სამართალდამრღვევი პირისათვის, თუ იგი ესწრება მის შედგენას.“;

ბ) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ერთი – თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს, გარდა ამ წესის 81-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან სასამართლოს ამავე მუხლის 51 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან მე-6 პუნქტის გათვალისწინებით;“;

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საგადასახადო/საბაჟო ორგანო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად.“.

3. დანართი №31 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებამდე არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №31) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2022 წლის 1 ნოემბრამდე. 
მუხლი 3
საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, 2022 წლის 1 ნოემბრამდე გამოიყენოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებამდე არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №31).
მუხლი 4
ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.  

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი