დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ” სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2021 წლის 31 მაისის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 28/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016154 |
|
„მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2021 წლის 31 მაისის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ” სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2021 წლის 31 მაისის №06 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კადეტის საზღვაო საწვრთნელი პრაქტიკის მიმდინარეობის და შეფასების პირობები და პროცედურა, სააგენტოს მიერ მოწმდება საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის დროს.“; ბ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51 მუხლი: „მუხლი 51. კადეტის ნაოსნობის ცნობა კადეტის ნაოსნობის ცნობის ფორმა განისაზღვრება დანართი №5-ის შესაბამისად.“; გ) წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ წესის მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალიწინებული წიგნაკის, ამ წესის მე-51 მუხლით გათვალისწინებული კადეტის ნაოსნობის ცნობის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება.“. დ) წესის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. საზღვაო-სასწავლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშავოს კადეტის საზღვაო საწვრთნელი პრაქტიკის განხორციელების წესი, რომელიც მოიცავს კადეტის საზღვაო საწვრთნელი პრაქტიკის მიმდინარეობის მონიტორინგის და შეფასების პირობებს.“; ე) წესის დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ძალაში დარჩეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე დანართი №1 და №2-ით განსაზღვრული ფორმა.
|
| მუხლი 3 |
წინამდებარე ბრძანების პირველი მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრული კადეტის ნაოსნობის ცნობის ფორმა, არ გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებზეც, ამ ბრძანების ამოქმედებამდე, საზღვაო-სასწავლო დაწესებულების მიერ გაიცა წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკი.
|
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები