ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 04/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016393
21
29/09/2022
ვებგვერდი, 30/09/2022
010250050.35.136.016393
ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2022 წლის 29 სექტემბერი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, ,,ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667  დადგენილების საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხულო-თაგოს ბაგირგზით მგზავრთა გადაყვანის მგზავრობისა და ტვირთის გადაზიდვის ტარიფები განისაზღვროს თანდართული დანართის  მიხედვით.
მუხლი 2
მგზავრობის გადასახადისგან თავისუფლდებიან: ა(ა)იპ  „ხულო-თაგოს ბაგირ გზის“ თანამშრომლები, სოფელ თაგოში რეგისტრირებული მოქალაქეები, სოფელ თაგოში მცხოვრები მოქალაქეები, სოფელ თაგოში მოქმედ ორგანიზაციებში  დასაქმებულები, სოფელ თაგოში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ორგანიზაციის/დაწესებულების თანამშრომლები,   7 წლამდე ასაკის ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომის ვეტერანები/მათთან გათანაბრებული პირები, სოფელ თაგოს მიმდებარედ არსებულ სოფელ ძმაგულის მცხოვრებლები,  ასევე, სოფელ თაგოში გარდაცვლილი პირის პანაშვიდისა და დაკრძალვის დღეს მიმავალი მგზავრები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით ა(ა)იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ დირექტორის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია მგზავრების უფასოდ გადაყვანა.
მუხლი 3
სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრება და სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემის დანერგვა დაევალოს ა(ა)იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზას“ (ს/კ 248056623).
მუხლი 4
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხულო-თაგოს ბაგირგზის მომსახურებისათვის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის დადგენილება №22, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №35 და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 აგვისტოს №18 დადგენილებები.
მუხლი 5
დადგენილება  ამოქმედდეს 2022 წლის 4 ოქტომბრიდან.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე



დანართი

ხულო-თაგოს ბაგირგზით მგზავრთა გადაყვანის მგზავრობის ტარიფები

მომსახურების სახეობა

ერთეულის რაოდენობა

ფასი ლარებში

შენიშვნა

მგზავრის გადაყვანა (გასვლა-გამოსვლა)

ერთი

5

 

 

50 კგ-მდე

უფასო

 

ტვირთის გადატანა

50 კგ.-ზე მეტი

5

ერთ მგზავრზე დასაშვებია არაუმეტეს 100 კგ. ტვირთის გადატანა