“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ”

  • Word
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 596
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 24/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 100.020.000.11.106.005.899
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
596
20/06/2003
სსმ, 61, 24/06/2003
100.020.000.11.106.005.899
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/06/2003 - 26/08/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.000.22.106.005.899

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №596

2003 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების შემდეგი მოსამსახურეების თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას:

ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის უფროსი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები, სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მოსამსახურეები (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით);

გ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი;

დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ სამკურნალო დაწესებულებათა სამედიცინო მოსამსახურეები (სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით).

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ახორციელებს:

ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეების (ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამსახურეების გარდა) თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წარდგინებით;

ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას;

გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების უფროსების (გარდა სამედიცინო სამსახურების უფროსებისა) თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წარდგინებით.

3. სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი ახორციელებს:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელეების   (ამ ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსამსახურეების გარდა) თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან შეთანხმებით;

ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 26 აგვისტოს №748 ბრძანება.

5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი