„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.023678
467
27/09/2022
ვებგვერდი, 27/09/2022
280120000.10.003.023678
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №467

2022 წლის 27 სექტემბერი

   ქ. თბილისი

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 280120000.10.003.018378) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიითა და მეთოდოლოგიის დასახვეწად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:“.

2. „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“, „ა2“ და „ა3“ ქვეპუნქტები:

„ა1) სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;

2) ეთხოვოს სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული მონაცემების სააგენტოსთვის მიწოდება, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;

3) ამ პუნქტის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიწოდებული ინფორმაცია სააგენტოს მიერ გამოიყენება სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას;“.

3. შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების ან/და სოციალური დახმარების ადმინისტრირების მიზნებისთვის, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს და დაამუშაოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოთხოვილი მონაცემები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი