კომერციული ბანკი სს "სილქ როუდ ბანკის" საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე

კომერციული ბანკი სს "სილქ როუდ ბანკის" საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/09/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2022
სარეგისტრაციო კოდი
283
23/09/2022
ვებგვერდი, 27/09/2022
კომერციული ბანკი სს "სილქ როუდ ბანკის" საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №283

2022 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკი სს „სილქ როუდ ბანკის“ საფირმო  სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. კომერციული ბანკი სს „სილქ როუდ ბანკის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზისათვის“ 2000 წლის 13 მარტს გაცემულ №238 სალიცენზიო მოწმობაში და სახელწოდება სს კომერციული ბანკი „სილქ როუდ ბანკი“ შეიცვალოს სახელწოდებით სს „სილქ ბანკი“.

2. ამ განკარგულების გამოქვეყნებიდან 3 დღეში სს „სილქ ბანკს“ (ს/ნ: 201955027) მიეცეს სალიცენზიო მოწმობა მითითებული ლიცენზიის ნომრით.

3. ინფორმაცია სალიცენზიო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი   პაპუნა ლეჟავა