„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017623
329
26/09/2022
ვებგვერდი, 27/09/2022
200090000.22.033.017623
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №329

2022 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების   ადმინისტრირების   შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2010  წლის  31  დეკემბრის  №996  ბრძანებით  (ვებგვერდი,  060111,  03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 58-ე მუხლს მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 პუნქტები:

„91. ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებით მიწოდებისას გამოწერილი ელექტრონული ფორმის ნსაფ-ის გაუქმება შესაძლებელია მყიდველის (მიმღების) მიერ ნსაფ-ის დადასტურების შემთხვევაში ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყებამდე.

92. ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების გარეშე მიწოდებისას გამოწერილი ელექტრონული ფორმის ნსაფ-ი უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ, როგორც გამყიდველის (გამგზავნის),  ისე  მყიდველის (მიმღების)  ერთდროულად  მიმართვის შემთხვევაში.“.

2. 59-ე მუხლს მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაუშვებელია არასწორად შევსებული ნსაფ-ის გადაცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, არასწორად შევსებული ნსაფ-ების (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა) ყველა ეგზემპლარი გადასახადის გადამხდელის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ამ ორგანოდან ნსაფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი