დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 30 აგვისტოს №750 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 594 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 23/06/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/04/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.11.106.005.894 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.894
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ბრძანება №594
2003 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 30 აგვისტოს №750 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 30 აგვისტოს №750 ბრძანებაში (სსმ III, 3.09.2002, №88, მუხ.799) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
სტაჟიორად შეიძლება დანიშნულ იქნეს უმაღლესი (როგორც წესი, იურიდიული) განათლების მქონე პირი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული და/ან სხვა შესაბამისი პროფილის ფაკულტეტის მე-4 ან მე-5 კურსის სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულების მოთხოვნებს“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
1. სტაჟიორად მიღება, როგორც წესი, ხორციელდება სამ თვეში ერთხელ, კონკურსის საფუძველზე.
2. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი – წერითი გამოცდა;
ბ) მეორე ეტაპი – გასაუბრება.
3. კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლება ეძლევა იმ კანდიდატს, რომელმაც წარმატებით გაიარა წერითი გამოცდა.
4. წერით გამოცდას ატარებს იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდა იურისტთა საბჭოს კოლეგია.
5. გასაუბრებას ატარებს სტაჟირების საბჭო (შემდგომში– საბჭო).
6. კონკურსის შედეგად მიღებული დადებითი შეფასების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს სტაჟირების საბჭოს თავმჯდომარე“.
3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტაჟირების ვადა არის 6 თვე.
2. სტაჟირების ვადის დასრულების შემდეგ სტაჟიორი საბჭოს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს. ანგარიშის დადებითად შეფასების შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია სტაჟირების ვადის გაგრძელება კიდევ ექვსი თვით.
3. სტაჟიორს, რომელსაც გაუგრძელდა სტაჟირება, სტაჟირების ვადის დასრულების შემდეგ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მიეცემა დადგენილი ნიმუშის სერტიფიკატი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სტაჟირების წარმატებით გავლის შესახებ.“.
4. ამოღებულ იქნეს მე-19 მუხლის პირველი პუნქტი.
5. მე-19 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტაჟიორი, რომელსაც გაუგრძელდა სტაჟირება, სტაჟირების საბოლოო ვადის დასრულების შემდეგ აბარებს გამოცდას.
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭო შედგება 7 წევრისგან (მათ შორის თავმჯდომარე), რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე.“
6. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20
1. საბჭო, როგორც წესი, გამოცდას აწყობს სამ თვეში ერთხელ.
2. გადაწყვეტილებას გამოცდის გადადების შესახებ იღებს საბჭოს თავმჯდომარე.
3. გამოცდა ტარდება გასაუბრების ფორმით“.
7. ამოღებულ იქნეს 21-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები.
8. 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც“;
6. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით“.
მუხლი 2
1. დაევალოს მინისტრის მოადგილეს (ი. იმერლიშვილი) ერთი კვირის ვადაში დანიშნოს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2. სტაჟიორებს რომლებიც გამოცდაზე დაიმსახურებენ უარყოფით შეფასებას შეუწყდეთ სტაჟირება.
3. სტაჟიორებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან საკვალიფიკაციო გამოცდას და გამოცდის ჩატარების დღისთვის შეუსრულდათ სამინისტროში სტაჟირების გავლის 6-თვიანი ვადა, სტაჟირების ერთწლიანი ვადის დასრულების შემდეგ ეძლევათ დადგენილი ნიმუშის სერტიფიკატი.
მუხლი 3
სტაჟიორები, რომლებიც იმავდროულად არიან იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდა იურსიტთა საბჭოს წევრები, თავისუფლდებიან საკვალიფიკაციო გამოცდისგან.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები