დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.109.016382 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 აგვისტოს №21 დადგენილებაში (matsne.gov.ge-ზე გამოქვეყნების თარიღი 18.08.2022 წელი, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016380) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მარტვილის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება და დადგინდეს ამ წოდების მინიჭების თანდართული წესი (დანართი №1).“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ბ.ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ.“; ბ.ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კანდიდატის წერილობითი თანხმობა.“; ბ.გ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ანიჭებს საპატიო წოდებას კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები