„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10/43
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016540
10/43
23/09/2022
ვებგვერდი, 26/09/2022
010250020.35.111.016540
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10/43

2022 წლის 23 სექტემბერი

ქ. ფოთი

 

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს::

მუხლი 1
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge 10/03/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016195) შეტანილ იქნეს ცვლილებები, კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამა):

ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მწვრთნელისათვის გასაცემი ფულადი წახალისება გაიცემა წლის განმავლობაში აღსაზრდელებს შორის საუკეთესო შედეგის თანახმად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“

ბ) მე-5 მუხლის 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. ვეტერან სპორტსმენებს შორის მსოფლიო ჩემპიონატებში, ევროპის ჩემპიონატებში, საქართველოს ჩემპიონატებში  და პირველობებში გამარჯვებულ სპორტსმენზე გაიცეს  ჯილდო, შემდეგი ოდენობით:

მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერანებს შორის

I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2500 ლარი.

 II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი.

III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი.

ევროპის ჩემპიონატი ვეტერანებს შორის

I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი.

II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი.

III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი.

საქართველოს ჩემპიონატი ვეტერანებს შორის

I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი.

II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 500 ლარი.

III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 300 ლარი“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა