„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.139.016478
88
23/09/2022
ვებგვერდი, 26/09/2022
010260000.35.139.016478
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №88

2022 წლის 23 სექტემბერი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის №11 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 010260000.35.139.016401, 22/03/2021 წელი) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და დანართის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების“

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის  „ი“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ცხოველების გამოვლენა და თავშესაფარში მათი გადაყვანის უზრუნველყოფა, ასევე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანა, მისი მოვლა-პატრონობა (მათ შორის -კვება), სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების დაანგარიშება, ასევე  სამართალდარღვევის ოქმების შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიის გარდა);

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი