„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 21/09/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.104.016491
31
21/09/2022
ვებგვერდი, 22/09/2022
190020020.35.104.016491
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2022 წლის 21 სექტემბერი

ქ. წალენჯიხა

 

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში (www.Matsne.gov.ge, 03/02/2022 წ., სარეგ. კოდი: 190020020.35.104.016462).

ა) დადგენილების დანართის მე-18 მუხლს დაემატოს „ბ.მ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.მმძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა 

 

პროგრამის დასახელება

კოდი

მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფ

დაფინანსება
 ათას ლარში

06 02 13

35.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური

პროგრამის აღწერა

1. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, რომელთა საცხოვრებელი სახლი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას  ინდივიდუალური საცხოვრისით უზრუნველყოფას არაუმეტეს 25 000 ლარის ფარგლებში, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ერთი ოთახის მოწყობას (თითოეულ ოჯახზე 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში)

2. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირი, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე და სხვა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

3. „ერთი ოთახის“ პროექტში ჩართვის მიზნით, მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირი, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საცხოვრებელი სახლის საკუთრებაზე;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

“.      

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 21 სექტემბრიდან..

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია