„თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს №35/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 42/2022
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 22/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016647
42/2022
22/09/2022
ვებგვერდი, 22/09/2022
010250010.15.008.016647
„თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს №35/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს №35/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №42/2022

2022 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

„თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს №35/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს №35/2022 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 12/08/2022, 010250010.15.008.016640) დანართის:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ა) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ერთ-ერთი აპარატიდან შესაბამისი პერიოდისათვის ამობეჭდილ ანგარიშში მითითებული, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა და ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ხელმოწერების ჯამის მიხედვით;”.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესის გააქტიურების შემდეგ, ამომრჩეველთა ერთ-ერთ რეგისტრატორს მისცემს მითითებას, რომ მისთვის გადაცემული აპარატიდან ამობეჭდოს ამომრჩეველთა სია (ამომრჩევლის რიგითი ნომრის, გვარის და ფაქტობრივი მდგომარეობის მითითებით), რომელიც გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას სადემონსტრაციო ოქმთან ერთად;“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის/აპარატების გამოყენების გარეშე ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის/კომისიის წევრების მიერ კენჭისყრის გაგრძელების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს/წევრებს გადასცემს საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ამომრჩეველთა სიას/სიებს (სამაგიდე სია ფოტოსურათებით), რომელ სიაშიც/სიებშიც შესაბამისი რეგისტრატორი კომისიის წევრი/წევრები იმ ამომრჩეველთა გასწვრივ შესაბამისი რეგისტრატორის გრაფაში აკეთებს/აკეთებენ ხელმოწერას, რომელთა ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები მოთავსებულია ყუთში/ყუთებში;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი