,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის N01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-337
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 15/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 480070000.22.030.016249
01-337
19/09/2022
ვებგვერდი, 20/09/2022
480070000.22.030.016249
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის N01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-337

2022 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანების (ვებგვერდი, 23/06/2014, სარეგისტრაციო კოდი: 480070000.22.030.016103) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ს) არის წარმომადგენლობის მატერიალურ ფასეულობებზე პასუხისმგებელი პირი ადმინისტრაციულ მენეჯერთან  ერთად;“;

ბ) მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. წარმომადგენლობას შეიძლება ჰყავდეს ადმინისტრაციული მენეჯერი, რომელიც, გარდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა, ანგარიშვალდებულია სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინაშე.

5. ადმინისტრაციული მენეჯერის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, წარმომადგენლობის უძრავი და მოძრავი ქონების აღწერისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 15 ოქტომბრიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრიილია დარჩიაშვილი