,,საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის N158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის N158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 15/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016250
01-338
19/09/2022
ვებგვერდი, 20/09/2022
480610000.22.030.016250
,,საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის N158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-338

2022 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანების (ვებგვერდი, 15/07/2013, სარეგისტრაციო კოდი: 480610000.22.030.016083) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

ა) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) არის საკონსულო დაწესებულების მატერიალურ ფასეულობებზე პასუხისმგებელი პირი ადმინისტრაციულ მენეჯერთან  ერთად;“;

ბ) მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკონსულო დაწესებულებას შეიძლება ჰყავდეს ადმინისტრაციული მენეჯერი, რომელიც გარდა დაწესებულების ხელმძღვანელისა ანგარიშვალდებულია სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინაშე.

3. ადმინისტრაციული  მენეჯერის    ძირითად    ფუნქციას    წარმოადგენს    საფინანსო-საბუღალტრო  საქმიანობა,  „სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, დაწესებულების უძრავი და მოძრავი ქონების აღწერისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 15 ოქტომბრიდან.

 


საგარეო საქმეთა მინისტრიილია დარჩიაშვილი