დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 106/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018213 |
|
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 24/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. საშუალო საფეხურზე სავალდებულო პროექტებში – სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში, სამოქალაქო განათლებაში - მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით (წერილობითი და /ან ზეპირი ფორმით).“. 2. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სკოლა ვალდებულია, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეკუთვნებიან რისკჯგუფს პირისპირ სწავლების შემთხვევაში და მშობლის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოებები ცნობილი ხდება სკოლისათვის.“. 3. 58-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის“ მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. მიხეილ ჯავახიშვილი – „ჯაყოს ხიზნები“;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები