„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.148.016716
31
16/09/2022
ვებგვერდი, 19/09/2022
010260000.35.148.016716
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

   გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2022 წლის 16 სექტემბერი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“   გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 14 ნოემბრის   №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260000.35.148.016404) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დაინტერესებული  პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული საზღვრების    ფარგლებში  პირის    კონკრეტულ    მისამართზე  ფაქტობრივი  ცხოვრების შესახებ.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის:

ბ.ა)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;“

ბ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დაინტერესებული    პირის   განცხადების   საფუძველზე   შეისწავლის   მის   სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ფაქტს და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას წარუდგენს გორის მუნიციპალიტეტის მერს.“

ბ.გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

1) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შეისწავლის და ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტს. აღნიშნულის თაობაზე საქმისწარმოებას ახორციელებს მატერიალური ფორმით და მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად გასცემს ცნობას ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტის სახით. დაინტერესებული პირის განცხადება არ რეგისტრირდება მერიაში და იგი უშუალოდ წარედგინება მერის წარმომადგენელს მისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიაში  ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება, გარდა ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მერის წარმომადგენელი ვალდებულია შეინახოს შემოსული განცხადებებისა და გაცემული ცნობების ასლები, აწარმოოს მათი რეესტრი და აღნიშნული დოკუმენტაცია წარუდგინოს მერს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე