დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.149.016479 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/12/2021; 190040000.35.149.016462) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის 1-ელ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, ტეტრაპლეგიით, პარაპარეზით, ტეტრაპარეზით, არასრული ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით, განვითარების ეტაპების დაყოვნებით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, ეპილეფსიით, ფსორიაზით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინოცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით; ოსტეომიელიტით, ცერებრო-სპინალური ფორმით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები), სქოლიოზით IV ხარისხის, დაავადებული პირები.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესში შევიდეს ცვლილება და დაემატოს 171 მუხლი „მუხლი 17 1 . ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს ფენილკეტონურიით დაავადებული პირი სპეციალური კვებისთვის 1000 ლარის ოდენობით; 2. ერთ ბენეფიცარზე კვების მომსახურება განსაზღვრულია 1000 ლარით მის სრულად ამოწურვამდე; 3. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან/და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ვ) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი; 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის ანგარიშწორების ანგარიშზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები