„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 19 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებულ “საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენისა და აქციათა მესაკუთრობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ” წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 03/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 24/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.881
  • Word
33
03/06/2003
სსმ, 61, 24/06/2003
040.230.000.17.014.005.881
„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 19 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებულ “საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენისა და აქციათა მესაკუთრობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ” წესში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.17.014.005.881

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული

 კომისია დადგენილება №33

2003 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (2002 წლის 19 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენისა და აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ” წესში ცვლილებების შეტანის შესახებ”

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 1 პუნქტის „ა” ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 19 აპრილის №23 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენისა და აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ” წესში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №14 2002 წ.) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის 1 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვა „სექტემბერი” შეიცვალოს სიტყვით „აპრილი.”

ბ) ამავე მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საერთო კრების მოწვევის გამოცხადების თარიღი – თარიღი, როდესაც საწარმოს დირექტორები აკეთებენ გამოცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმით და რომელიც უნდა იყოს კრების მოწვევის თარიღამდე 20 დღის ვადაში, მაგრამ საერთო კრების სააღრიცხვო თარიღის შემდეგ:

გ) მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მასთან არსებული და ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის საფუძველზე რეგისტრატორი შესაბამისად ადგენს საერთო კრებაზე მონაწილეობის, ან დივიდენდების მიღების უფლებამოსილების მქონე პირთა სიას მათი იდენტიფიცირებისთვის საჭირო სრული ინფორმაციისა და თითოეულის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების ოდენობის მითითებით.”

წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.

მ. ჯიბუტი