„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის N01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 15/09/2022
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 18/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 310010010.77.090.016014
14/ნ
15/09/2022
ვებგვერდი, 16/09/2022
310010010.77.090.016014
„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის N01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №14/ნ

2022 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 04/04/2022, 310010010.77.090.016001) მე-3 დანართით დამტკიცებულ ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და  წესის მე-3 მუხლის:

ა) მე-18 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გავლილი აქვს სააგენტოში ან შესაბამის სასწავლო ცენტრში მომზადების სპეციალური სწავლება, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად მონაცემებს:

ე.ა) გამცემი ორგანოს დასახელება;

ე.ბ) გაცემის თარიღი;

ე.გ) სახელი, გვარი;

ე.დ) დაბადების ადგილი და თარიღი;

ე.ე) განსაზღვრება, რაზე გაიცა დოკუმენტი;

ე.ვ) ბარკოდი;

ე.ზ) ხელმოწერა (გამცემი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის).“.

ბ) მე-19 პუნქტის:

ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესაბამისი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;“;

ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მძღოლის ფოტოსურათი (ელექტრონული ვერსია, ელექტრონულ ფოსტაზე ან CD-ზე ჩაწერილი);“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 18 სექტემბერს.

დირექტორილევან გამყრელიძე