დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 313 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017620 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 561 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ნავთობპროდუქტების ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახის მიწოდებაზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის მე-11, მე-13, მე-16, მე-19-23-ე და 25-ე სტრიქონები არ ივსება, მე-10 სტრიქონში იწერება „საცალო“, მე-12 სტრიქონში კი – საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული შვიდნიშნა კოდი; გ) ნავთობპროდუქტების ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახით მიწოდებისას პირის მიერ საგადასახადო დოკუმენტი შეივსება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული წესის შესაბამისად, ხოლო ასეთი წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტის შეძენისას, გამყიდველი საგადასახადო დოკუმენტის მე-13 სტრიქონზე უთითებს პირისათვის ზემოაღნიშნული სახით რეალიზაციისათვის მინიჭებულ შვიდნიშნა კოდს; დ) ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახით შეძენილი ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას პირის მიერ შეივსება საგადასახადო დოკუმენტი, რომლის ოპერაციის ტიპში (მე-4 სტრიქონი) მიეთითება „შიდა გადაზიდვა“. ამასთან, საგადასახადო დოკუმენტის მე-10, მე-11 და მე-13 სტრიქონები არ ივსება, ხოლო 25-ე სტრიქონში ჩაიწერება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მიღებული აქვს ამ პუნქტის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და მე-12 სტრიქონზე ჩაიწერება ნავთობპროდუქტის მესაკუთრის შვიდნიშნა კოდი, რომელიც არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი.“. 2. 58-ე მუხლის მე-15-152 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ნავთობპროდუქტების ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახის მიწოდებებზე ნსაფ-ი გამოიწერება საანგარიშო პერიოდში (თვეში) განხორციელებული ნავთობპროდუქტის მიწოდებების მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვისა. ამასთან, ნსაფ-ში მე-10, მე-11, მე-13, მე-16, მე-17 და მე-19-22-ე სტრიქონები არ ივსება (მიეთითება „ –“), მე-14 სტრიქონში იწერება „საცალო“, მე-15 სტრიქონში კი – საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული შვიდნიშნა კოდი. 151. ნავთობპროდუქტების ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახით მიწოდებისას პირის მიერ ნსაფ-ი შეივსება ამ მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული წესის შესაბამისად, ხოლო ასეთი წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტის შეძენისას გამყიდველი ნსაფ-ის მე-17 სტრიქონზე უთითებს პირისათვის ზემოაღნიშნული სახით რეალიზაციისათვის მინიჭებულ შვიდნიშნა კოდს. 15². ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახით შეძენილი ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას პირის მიერ შეივსება ნსაფ-ი სერიით „აშ“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისას – „ეშ“, ხოლო კომპიუტერული ნსაფ-ისას – „კაშ“. ამასთან, ნსაფ-ში მე-10, მე-13, მე-14, მე-16, მე-17 და მე-19-მე-20 სტრიქონები არ ივსება (მიეთითება „ –“); ხოლო მე-11 სტრიქონზე ჩაიწერება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მიღებული აქვს ამ მუხლის მე-15 ან/და 15¹ პუნქტების შესაბამისად და მე-15 სტრიქონზე ჩაიწერება ნავთობპროდუქტის მესაკუთრის კოდი, რომელიც არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი.“. 3. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების აღრიცხვიანობა 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის (მათ შორის, ნავთობის აირებით და აირისებრი ნახშირწყალბადებით (გათხევადებული) (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირები) საყოფაცხოვრებო ბალონების გასამართი სადგურის) რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც აღნიშნულ ობიექტს ანიჭებს შვიდნიშნა კოდს. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს, მისი მომართვის საფუძველზე, ანიჭებს შვიდნიშნა კოდს, რომელიც არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი, შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების გარეშე, რა შემთხვევაშიც მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს; ბ) თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, ამასთან, პირს არ აქვს საკუთრებაში/სარგებლობაში სტაციონარული ობიექტი და ნავთობპროდუქტი შეძენილი აქვს გამყიდველის საცავში შენახვისა და ტალონების საშუალებით შემდგომი რეალიზაციის პირობით, რა შემთხვევაშიც პირი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს; გ) თუ პირი ახორციელებს ამ პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შეძენილი ნავთობპროდუქტის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებას/გახარჯვას მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა), აღნიშნული ნავთობპროდუქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ტრანსპორტირების შემთხვევაში (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზში ჩასხმული ნავთობპროდუქტისა), საწვავის მიღების ადგილიდან ზემოხსენებული ძირითადი საშუალების მდებარეობის ადგილამდე გადაზიდვისას, თუ პირს არა აქვს აღნიშნულ მისამართზე საკუთრებაში/სარგებლობაში სტაციონარული ობიექტი, რა დროსაც იგი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს. 3. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების ცენტრალიზებულ აღრიცხვას ერთიანი ელექტრონული რეესტრის ფორმით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შვიდნიშნა კოდის რეგისტრაციის გარეშე ეკონომიკური საქმიანობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. 5. საყოფაცხოვრებო ბალონების გასამართი სადგურიდან დაუშვებელია ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების (გათხევადებული) (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება. 6. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდის მინიჭებას, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით ექვემდებარება: ა) საბითუმო მიმწოდებლის საცავი; ბ) საბაჟო საწყობი, საბაჟო ორგანოს საწყობი; გ) მწარმოებლის საცავი, საწყობი; დ) საცალო საცავი; ე) საბოლოო მომხმარებლის საცავი; ვ) ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით მიწოდება; ზ) ბუნკირების გემი; თ) ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილი ნავთობპროდუქტების ტალონებით გადაყიდვა; ი) ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილი საკუთარი მოხმარების ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირება.“. 4. 61-ე მუხლoს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 611 და 612 მუხლები: „მუხლი 611. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების მინიჭების წესი 1. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „ა“-„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა.ა) სააღრიცხვო ფორმა, დანართი №III–14-ის შესაბამისად; ა.ბ) მინდობილობა, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მომართვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით; ა.გ) ობიექტზე საკუთრების/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მიწის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო – აღნიშნული მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.დ) საბაჟო საწყობის, საბაჟო ორგანოს საწყობის და ბუნკირების გემის შემთხვევაში, ასევე – შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვა/ლიცენზია; ბ) „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) სააღრიცხვო ფორმა, დანართი №III–14-ის შესაბამისად; ბ) მინდობილობა, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მომართვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით. 2. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი არის სტაციონარული ობიექტისა და შესაბამისი მიწის მაიდენტიფიცირებელი. ამ მიწაზე იმავე სახის სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა კოდის განმეორებით მინიჭება დაუშვებელია; ბ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნკირების გემისათვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი არის სტაციონარული ობიექტის (ბუნკირების გემის) მაიდენტიფიცირებელი. ერთსა და იმავე ობიექტზე (ბუნკირების გემზე) შვიდნიშნა კოდის განმეორებით მინიჭება დაუშვებელია. 3. ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის მესაკუთრე/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირი უფლებამოსილია, სტაციონარული ობიექტი გადასცეს სარგებლობაში სხვა პირს, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს შესაბამისი სტაციონარული ობიექტის მოსარგებლედ. ამასთან, თუ მიწის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, აღნიშნული მიწით სარგებლობის უფლების მქონე პირი ითვლება მესაკუთრედ, მის მიერ სტაციონარული ობიექტის სხვა პირისათვის სარგებლობაში გადაცემის მიზნებისათვის. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლე პირი, რეგისტრაციის მიზნით, სააღრიცხვო ფორმით (დანართი №III–14) მიმართავს საგადასახადო ორგანოს და წარუდგენს სტაციონარული ობიექტით სარგებლობის უფლების (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს. 5. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საცალო საცავზე დაუშვებელია ორი ან მეტი პირის მოსარგებლედ რეგისტრაცია. 6. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს შვიდნიშნა კოდის მინიჭებაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, განესაზღვრება ვადა დოკუმენტის ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენისათვის და აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება ან/და არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია. მუხლი 612. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება და გაუქმება 1. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილებას, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ იქნა საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ სააღრიცხვო ფორმაში (დანართი №III–14). ამასთან, ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის მესაკუთრის ან/და მისამართის ცვლილების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განცხადება ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იცვლება სტაციონარული ობიექტის მესაკუთრე და, ამავდროულად, აღნიშნულ ობიექტზე ფიქსირდება ობიექტის მოსარგებლე პირ(ებ)ი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების განხორციელების მიზნით, ახალმა მესაკუთრემ, განცხადებასთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს მოსარგებლე პირ(ებ)ის სტაციონარული ობიექტით სარგებლობის უფლების (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი. 3. ცალკეული შვიდნიშნა კოდის აღრიცხვა უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ, გადასახადის გადამხდელის მომართვის საფუძველზე. ამასთან, თუ სტაციონარულ ობიექტზე ფიქსირდება ობიექტის მოსარგებლე პირ(ებ)ი, აღნიშნული ობიექტისთვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი უქმდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაუქმდება შესაბამისი ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრირებული ყველა პირის რეგისტრაცია.“. 5. დანართი №III–14 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 6. დანართი №III–15 ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №III-14
სააღრიცხვო ფორმა ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდის მინიჭების, ასევე ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრაციის მიზნით 1. სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია: ობიექტის მისამართი ----------------------------------------------------------------------------- მიწერის ნავსადგური, ბუნკირების გემის დასახელება --------------------------------------- ობიექტის საჯარო რეესტრში, ხოლო ბუნკირების გემის შემთხვევაში – კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (თუ ობიექტი არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში) ან „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელშეკრულების ან/და ნავთობის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიის ნომერი --------------------------------------------------------------------------- საქართველოს სახელმწიფო ალმით ცურვის დამადასტურებელი დროებითი მოწმობის ან საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლების შესახებ მოწმობის (გემის პატენტი) ან საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი გემის ბილეთის რეკვიზიტები: ----------------------------------------------------------------------------------- ობიექტის მესაკუთრის/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირის/სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით მოსარგებლე პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის საქმიანობის აღწერა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიების (ნებართვების) ჩამონათვალი, მათი გამცემი ორგანოს დასახელება, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა _________________________________________________________________________________ ობიექტის რეზერვუარების აღწერა (მათი რაოდენობა და ტევადობა) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. ობიექტით მოსარგებლის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია:
3. სტაციონარული ობიექტის გარეშე ნავთობპროდუქტის მიწოდების/ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნით, შვიდნიშნა კოდის მინიჭებისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია: გადასახადის გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართი ---------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ საქმიანობის სახე:
□ ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით მიწოდება □ ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილის ტალონებით გადაყიდვა □ ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილი საკუთარი მოხმარების ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირება შვიდნიშნა კოდის მოქმედების ვადა: საწყისი თარიღი------------------------------------------------- საბოლოო თარიღი----------------------------------------------
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ------------------------------------ უფლებამოსილი პირი ---------------------------------------------------------------- ხელმოწერა -------------------------------- თარიღი---------------------------------
|
დოკუმენტის კომენტარები