დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 22 თებერვლის №22 ბრძანებით დამტკიცებულ „ფრენის პროცედურების დიზაინის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 13/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016267 |
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 22 თებერვლის №22 ბრძანებით დამტკიცებულ „ფრენის პროცედურების დიზაინის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
|
| მუხლი 1 |
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 22 თებერვლის №22 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 23/02/2017, 310050000.54.066.016107) დამტკიცებულ „ფრენის პროცედურების დიზაინის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ფრენის პროცედურის შექმნის პროცესი ამ წესის მე-7 მუხლში განსაზღვრული ინფორმაციის გათვალისწინებით, სამსახური უზრუნველყოფს: ა) ფრენის პროცედურის კონცეპტუალური დიზაინის შექმნას; ბ) ფრენის პროცედურის კონცეპტუალური დიზაინის განხილვას და შეთანხმებას ყველა დაინტერესებულ მხარესთან; გ) ფრენის პროცედურის პროექტის შექმნას, დაინტერესებულ მხარესთან განხილვის დასრულების შემდეგ; დ) ფრენის პროცედურის პროექტის უსაფრთხოების შეფასებას; ე) ფრენის პროცედურის პროექტის ვალიდაციას; ვ) ფრენის პროცედურის პროექტის ვერიფიკაციას დამოუკიდებელი დიზაინერის მიერ, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას აღნიშნული პროცედურის შექმნაში ან განახლებაში; ზ) არსებული ფრენის პროცედურების, სულ მცირე, 5 წელიწადში ერთხელ გადახედვას და საჭიროებისამებრ, მის განახლებას, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით“. 2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რუკას, რომელიც ასახავს: ა.ა) სანავიგაციო საშუალებებს; ა.ბ) რელიეფის შემაღლებას და დაბრკოლებებს, მათ შორის კრიტიკული დაბრკოლების ჩვენებით“. 3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფრენის პროცედურის უსაფრთხოების შეფასების ანგარიში“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები