დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 314 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017621 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 252 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყეზე.“; ბ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.“; გ) 41 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება;“. 2. 561 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) ,,მ.კ.ბ“ ქვეპუნქტის შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება;“; ა.ბ) „ღ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ.ზ) 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები ან ამ ინსტრუქციის დანართი №III-071 ფორმის საგადასახადო დოკუმენტი;“. 3. დანართი №III-072 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
№III-07
2
|
დოკუმენტის კომენტარები