„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1817-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240020.05.001.020628
1817-IXმს-Xმპ
20/09/2022
ვებგვერდი, 30/09/2022
010240020.05.001.020628
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 06.11.2009, მუხ. 191) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება სხვა მუნიციპალიტეტში უწევს, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა კომპენსაცია.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.“.

მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა 2022 წლის 1 ნოემბრამდე დაამტკიცოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფის წესი და პირობები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 სექტემბერი 2022 წ.

N1817-IXმს-Xმპ