ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის იუნკერის, საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ მათიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 487
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016728
487
09/09/2022
ვებგვერდი, 15/09/2022
000000000.00.101.016728
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის იუნკერის, საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ მათიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № 487

2022 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის  იუნკერის, საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ მათიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.   მთაწმინდის რაიონში, წავკისში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ ჩიხს მიენიჭოს იუნკერის, საზოგადო მოღვაწე  ნიკოლოზ მათიკაშვილის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე