„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 30/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016454
23
14/09/2022
ვებგვერდი, 16/09/2022
010250020.35.156.016454
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №23

2022 წლის 14 სექტემბერი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 თებერვლის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/02/2018; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016314) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-3 მუხლში შევიდეს ცვლილება და დაემატოს „ი1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდების (დებულება) დამტკიცების და მასში ცვლილებების განხორციელების შესახებ წინადადებების და სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას“.

2. დადგენილების მე-5 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და დაემატოს „თ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ,  წინადადებების და სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას“.

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი