„ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016462
19
14/09/2022
ვებგვერდი, 14/09/2022
010250020.35.121.016462
„ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

            ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2022 წლის 14 სექტემბერი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის № 28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2021 წელი, 010250020.35.121.016442) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-15 მუხლით დამტკიცებული „მარტოხელა მშობელთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №15) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროგრამის მიზანი:
პროგრამა ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე იმ პირების ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას, რომელთაც სტატუსი განესაზღვრათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი