დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.32.061.016374 |
|
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 111025002, 25/10/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.32.061.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“; ბ) პირველი და მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესი“, 2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურება და საცხოვრებელი ადგილის დადგენა უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მომართვის შემთხვევაში, განახორციელოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესი“ 3. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის თანახმად, რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭების უფლების მქონე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირებად (შემდგომში – უფლებამოსილი პირები) მიიჩნევიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.“. 4. წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელზეც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან თუ იგი უკვე რეგისტრირებულია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 5. წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებასა და საცხოვრებელი ადგილის დადგენას ახორციელებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში (შემდგომში – მინისტრის აპარატი) შექმნილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია“ (შემდგომში – კომისია).“. 6. წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.გ.) ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი 1 (ერთი) ზომით 3.5X4.5 დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;“. 7. წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „5. უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, დაინტერესებული, უფლებამოსილი პირის კანონიერი წარმომადგენლის ან/და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მომართვის შემთხვევაში, მინისტრის აპარატი, საჭიროების შემთხვევაში მიმართავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გასცენ სათანადო პასუხი ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ერთ სამუშაო დღეში“. 7. წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებასთან ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს განმცხადებლის (უფლებამოსილი პირი, კანონიერი წარმომადგენლი) ან სახელმწიფო ორგანოს მომართვის (მასალების ელექტრონული ფორმით შემოსვლის) დღიდან. თუ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა შეიძლება გაგრძელდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურთან შეთანხმებით არა უგვიანეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნეიტრალური მოწმობის გაცემის ვადისა.“. 8. წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. კომისიის მიერ ფოტოიდენტურობის დადასტურებისას მზადდება დასკვნა, (დანართი N1) (რომლის საფუძველზე სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ეგზავნება შესაბამისი პასუხი ელექტრონული ფორმით, ხოლო, საცხოვრებელი ადგილის დადგენისას კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაიცემა კომისიის დასკვნა/ცნობის სახით (დანართი N2).“ 9. წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე კომისიის დასკვნა/ცნობა) უნდა შეიცავდეს: ა) სახელწოდებას; ბ) გაცემის თარიღსა და ადგილს; გ) უფლებამოსილი პირის სახელს, გვარსა და მამის სახელს; დ) უფლებამოსილი პირის საცხოვრებელ ადგილს; ე) კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და მდივნის ხელმოწერას.“. 10. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
დანართი №1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის დასკვნა ფოტოიდენტურობის თაობაზე №
ქ . –––––––––––––––– “____”_________ 202-- წ.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის/ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიჩნეულ იქნეს:
პიროვნების _________________________________________________________ ( გვარი, სახელი, მამის სახელი )
______________________________________________________________ (დაბადების ადგილი და თარიღი)
ფოტოიდენტურობის წერილობითი დასტური
ფოტოსურათის ადგილი
ბ.ა.
კომისიის თავმჯდომარე: კომისიის წევრები: 1. 2. 3. 4. 5. კომისიის მდივანი:
დანართი N2 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის დასკვნა /ცნობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე ქ . –––––––––––––––– ––– ––––––––– 202– წ .
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის/ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად,
პიროვნების –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (გვარი, სახელი, მამის სახელი)
საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია ------------------------------------------------------------------- (ქალაქი, რაიონი, დაბა, სოფელი)
კომისიის თავმჯდომარე:
კომისიის წევრები:
კომისიის მდივანი:
ბ.ა
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები