დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №193/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016641 |
|
„საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №193/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №193/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/08/2018; ს/კ: 220020000.18.011.016332) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს წესი განსაზღვრავს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების პრინციპებს. ასევე ინფორმაციის დაცულობის/უსაფრთხოების პირობებს, რაც უზრუნველყოფს ბიუროს საქმიანობის უწყვეტობას.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო – მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ინახავს, ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას (შემდგომში – ბიურო) და მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას (შემდგომში – პლატფორმა); ბ) ადმინისტრატორი – ბიუროს/პლატფორმის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ან/და ერთზე მეტ პირთან ერთად ბიუროს/პლატფორმის სახელით აიღოს ვალდებულებები; გ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ბიუროს/პლატფორმის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ ბიუროზე/პლატფორმაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) რისკის აპეტიტი – რისკის ის რაოდენობა და მოვლენა, რომელიც ბიუროს/პლატფორმას შეუძლია აიღოს თავისი ზომიდან ან/და სტრატეგიული შესაძლებლობიდან გამომდინარე;“; გ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მონაცემთა სუბიექტი (პირი/მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი რომელიც არ არის იურიდიული პირი), რომლის შესახებ ბიუროში/პლატფორმაზე გროვდება, მუშავდება ან ინახება საკრედიტო/არასაკრედიტო ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემი (მათ შორის, მსესხებელი, თანამსესხებელი, თავდები და უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებელი); მ) გადახდისუნარიანობის ანალიზი – მსესხებლის/თანამსესხებლის, ასევე თავდების და უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების ანალიზი;“; დ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი – წევრი, რომლის არჩევისას, ბიუროს მიერ მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა. ამასთან, რომელიმე შემთხვევის არსებობა არ გულისხმობს პირის დამოუკიდებლობის ავტომატურ გამორიცხვას. ასეთი გარემოებები ბიუროს მიერ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული და წევრის დამოუკიდებლად მიჩნევის შემთხვევაში, შესაბამისად დასაბუთებული. კერძოდ, გასათვალისწინებელია გარემოებები, როდესაც დასანიშნ პირს: ო.ა) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აქვს ნათესაური კავშირი ბიუროს ადმინისტრატორებთან, ასევე პირ(ებ)თან, რომელიც ბიუროში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ნათესაურ კავშირში მყოფ პირებად ჩაითვლებიან პირები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან; ო.ბ) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აწარმოებს/აწარმოებდა ბიზნესს ან აქვს/ჰქონია სხვა სახის მატერიალური საქმიანი ურთიერთობა ბიუროს ადმინისტრატორებთან ან პირთან, რომელიც ბიუროში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს; ო.გ) აქვს სხვა ისეთი სახის ურთიერთობა, პოზიცია ან კავშირი, რომელიც შესაძლოა, გავლენას ახდენდეს პირის დამოუკიდებლობაზე.“. 3. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება 1. ეროვნული ბანკი ბიუროების/პლატფორმების რეგულირების და ზედამხედველობის კუთხით: ა) ზედამხედველობას უწევს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვას; ბ) ახდენს ბიუროების/პლატფორმების რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას ამ წესის მიხედვით; გ) უფლებამოსილია ბიუროს/პლატფორმას, ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, დაუწესოს ნებისმიერი მოთხოვნა ან/და გასცეს წერილობითი მითითებები; დ) უფლებამოსილია ბიუროს/პლატფორმას მოსთხოვოს, ხოლო ბიურო/პლატფორმა ვალდებულია უზრუნველყოს სავალდებულო გეგმური და არაგეგმური ტექნიკური და ფინანსური აუდიტის ჩატარება იმ აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც გააჩნია ბიუროს/პლატფორმის მოცულობისა და რისკის პროფილის შესაფერისი პროფესიული გამოცდილება. არაგეგმური აუდიტის ჩატარების დროს, ბიურო/პლატფორმა ვალდებულია აუდიტორის ვინაობა წინასწარ შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს; ე) უფლებამოსილია ბიუროს/პლატფორმას მოსთხოვოს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად შესაბამისი პროცედურების შემუშავება, ტექნიკური უზრუნველყოფის დანერგვა, ადამიანური რესურსის გამოყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება; ვ) უფლებამოსილია განახორციელოს ბიუროს/პლატფორმის როგორც ადგილზე, ისე დისტანციური, გეგმური და არაგეგმური შემოწმება (მათ შორის, ბიუროსთან/პლატფორმასთან დაკავშირებული პროცესების შემოწმება); ზ) უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (მათ შორის, ამ წესის მე-6 მუხლში მითითებული დოკუმენტებისაგან დამოუკიდებლად/დამატებით); თ) თუ ბიუროს/პლატფორმის ადმინისტრატორი არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობის მნიშვნელოვან ან სისტემატიურ დარღვევას, უფლებამოსილია ბიუროს/პლატფორმას მოსთხოვოს ადმინისტრატორის თანამდებობიდან გადაყენება; ი) განსაკუთრებულ შემთხვევებში, უფლებამოსილია განახორციელოს მონაცემთა სუბიექტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ფიზიკური პირი) უფლებების შეზღუდვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად; კ) თუ ბიუროს/პლატფორმის მონაცემთა სერვერი განთავსებულია იმ ქვეყანაში, რომელიც არ აკმაყოფილებს მონაცემთა უსაფრთხოების მოთხოვნებს (მათ შორის, კანონმდებლობის დონეზე), უფლებამოსილია მოსთხოვოს ბიუროს/პლატფორმას მონაცემთა სერვერის ადგილმდებარეობის ცვლილება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადებში; ლ) უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს შეხვედრა ბიუროს/პლატფორმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ან/და გარე აუდიტორთან. 2. ეროვნულ ბანკსა და ბიუროს/პლატფორმას შორის მიმოწერა/ურთიერთობა შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. ამ ფორმებს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. მუხლი 4. ბიურო/პლატფორმა 1. ბიურო/პლატფორმა არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ნებადართულ საქმიანობას. 2. ბიურო ვალდებულია თავის საფირმო სახელწოდებაში, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა, შეიტანოს ტერმინი „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო“, ხოლო პლატფორმა ვალდებულია შეიტანოს ტერმინი –„საკრედიტო საინფორმაციო ბიურო – პლატფორმა“. 3. მეწარმე სუბიექტს ბიუროს/პლატფორმის სტატუსით საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მისი რეგისტრაციის შემდეგ. 4. ბიუროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნის პროცესში, ასევე, რეგისტრაციის ძალაში ყოფნის პერიოდში, ბიუროს აქტივების არანაკლებ 50% უნდა შეადგენდეს საკუთარ სახსრებს. 5. ბიუროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნის პროცესში, ასევე, რეგისტრაციის ძალაში ყოფნის პერიოდში, ბიუროს განაღდებული საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3,000,000 (სამი მილიონი) ლარს. ამ პუნქტის მიზნებისათვის განაღდებული საწესდებო კაპიტალი უნდა გამომდინარეობდეს საოპერაციო აქტივებისა და ბიუროს ჯამური ვალდებულებების (მათ შორის, გარებალანსური ვალდებულებები) სხვაობიდან. 6. ბიურო ვალდებულია მის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა არანაკლებ 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები უნდა შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან. 7. პლატფორმა ვალდებულია მის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა არანაკლებ 200,000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები უნდა შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან. 8. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის და კომპენსაციის გადახდის შემდეგ, 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში ბიურომ/პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის მინიმალური ლიმიტის განახლება. 9. ბიუროს/პლატფორმის ადმინისტრატორთა კვალიფიკაცია და პროფესიული უნარები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. 10. ბიურო ვალდებულია განახორციელოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივი ინფორმირება, თუ საქმიანობის განხორციელების პროცესში მისთვის ცნობილი გახდა სესხის გამცემი ორგანიზაციების ან ინფორმაციის მიმღებთა/მიმწოდებელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, რაც უკავშირდება პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ან/და სხვა რელევანტური ინფორმაციის შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას და გაცემას. 11. ბიურო/პლატფორმა ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის საკრედიტო, არასაკრედიტო ან/და სხვა რელევანტური ინფორმაციის შესახებ პრეტენზიების მიღებასა და განხილვაზე (მათ შორის, მონაცემთა შესაბამის მიმღებთან/მიმწოდებელთან ერთად) პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისა და პირების არსებობა. 12. ბიუროს/პლატფორმას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა, პოლიტიკა/პროცედურები და ადამიანური რესურსები, რათა უზრუნველყოს ფინანსური, საოპერაციო, იურიდიული და სხვა რისკების ადეკვატური მართვა, მონიტორინგი და კონტროლი. 13. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს, პლატფორმის მიერ წარდგენილი პროდუქტის განხილვა „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 მაისის №110/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი წესით და მოთხოვნების დაცვით. 14. ბიურო ვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში უზრუნველყოს მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი წევრის არსებობა. გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უნდა შეეზღუდოს სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრს, რომელსაც ექნება ინტერესთა კონფლიქტი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.“. 4. მე-5 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბიუროს და პლატფორმის საქმიანობა“; ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მონაცემთა სუბიექტების გადახდისუნარიანობის შეფასება (მათ შორის, სტატისტიკური, ქცევითი და სხვა შეფასების მოდელების შემუშავება);“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. პლატფორმისთვის ნებადართულია, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ბიუროსგან პირის (მონაცემთა სუბიექტი) შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ინფორმაციის ან/და სხვა რელევანტური მონაცემების მიღება, დამუშავება და მესამე პირსათვის გადაცემა. 5. პლატფორმის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანების მოთხოვნები.“. 5. მე-6 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბიუროს და პლატფორმის ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეწარმე სუბიექტმა, ბიუროს/პლატფორმის რეგისტრაციის მიზნით, ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია.“; გ) მე-3 პუნქტის: გ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა/ადმინისტრატორთა ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ფინანსური სახსრების წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის, ფინანსური ანგარიშგება);“; გ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა/ადმინისტრატორთა ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი). იურიდიული პირის შემთხვევაში, სადამფუძნებლო დოკუმენტაცია;“; დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. პლატფორმაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „თ“, „მ“ ქვეპუნქტების და „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამ წესის მე-15 მუხლთან შესაბამისობის მოთხოვნები.“. 6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ბიუროს და პლატფორმის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები 1. პირს ეკრძალება, იყოს ბიუროს/პლატფორმის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 2. ბიუროს/პლატფორმის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი უნდა სარგებლობდეს სათანადო რეპუტაციით. 3. პირი შეიძლება იყოს ბიუროს/პლატფორმის ადმინისტრატორი, თუ: ა) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად არ ცნო; ბ) იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; გ) მას აქვს სათანადო განათლება ან/და საკრედიტო-საინფორმაციო საქმიანობის, ან მსგავსი საქმიანობის განხორციელების მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება. ადმინისტრატორის განათლებისა და გამოცდილების დონე შესაბამისობაში უნდა იყოს ბიუროს/პლატფორმის და უშუალოდ მისი ფუნქციების მასშტაბებთან და კომპლექსურობასთან; დ) არ მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დამსაქმებელ ორგანიზაციას ან/და გამოიწვია ორგანიზაციის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება; ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად არ გამოიყენა თავისი უფლებები; ვ) ნებისმიერი გამსესხებლის მიმართ შესრულებული აქვს ან/და ასრულებს სასესხო/საკრედიტო ვალდებულებებს; ზ) არ არის გამოცხადებული გადახდისუუნაროდ/გაკოტრებულად.“. 7. მე-8 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეწარმე სუბიექტის მიერ ბიუროდ/პლატფორმად რეგისტრაციის შესახებ წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიღებიდან 60 (სამოცი) სამუშაო დღის განმავლობაში ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 30 (ოცდაათი) სამუშაო დღემდე და ამის შესახებ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. 2. თუ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული მეწარმე სუბიექტისათვის ბიუროდ/პლატფორმად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.“; ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ეროვნული ბანკის მიერ დადგინდა, რომ მეწარმე სუბიექტი, მისი ადმინისტრატორი/მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს ან/და არღვევს, არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც დადგენილია ბიუროებისთვის/პლატფორმებისათვის ამ წესით ან/და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაინტერესებული მეწარმე სუბიექტის გარკვეული პირობებით რეგისტრაციის თაობაზე. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამისი პირობები და ვადა, რომლის განმავლობაშიც ბიურომ/პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს პირობების დაკმაყოფილება და მხოლოდ ამის შემდგომ განახორციელოს საქმიანობა.“. 8. მე-9-მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ცვლილებების რეგისტრაცია 1. ბიურო/პლატფორმა, საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის და იურიდიული მისამართის შეცვლის შემთხვევაში, ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე ხუთი სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს. 2. ადმინისტრატორების ცვლილების შემთხვევაში, ბიურომ/პლატფორმამ ეროვნულ ბანკს 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე უნდა წარუდგინოს ბიუროს/პლატფორმის რეგისტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ადმინისტრატორის შესახებ. თუ აღმოჩნდა, რომ ადმინისტრატორი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს ბიუროს/პლატფორმას მისი თანამდებობიდან გადაყენება. მუხლი 10. ბიუროს და პლატფორმის რეგისტრაციის გაუქმება 1. ბიუროს/პლატფორმის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც უნდა მიეთითოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. 2. რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) ბიუროს/პლატფორმის წამომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ბიუროს/პლატფორმის შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად; ბ) აქციონერთა და/ან შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება, როდესაც ბიურო/პლატფორმა ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება; გ) ეროვნული ბანკის შეფასებით ან/და შემოწმების საფუძველზე, ბიურო/პლატფორმა ვერ უზრუნველყოფს მისთვის მინდობილი მონაცემების და/ან ინფორმაციის უსაფრთხოებას; დ) ეროვნული ბანკის შეფასებით ან/და შემოწმების საფუძველზე, ბიურო/პლატფორმა ეწევა ან ეწეოდა არაჯანსაღ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტებს; ე) ბიუროს/პლატფორმის სხვა ბიუროსთან/პლატფორმასთან შერწყმის, მიერთების, გაერთიანების ან გაყოფის შემთხვევა; ვ) თუ ბიუროს საკუთარი სახსრები შეადგენს მისი აქტივების 50%-ზე ნაკლებს; ზ) ბიუროს/პლატფორმის მიერ დაირღვა ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; თ) ბიუროს/პლატფორმას სასამართლოს მიერ ჩამოერთვა საქმიანობის განხორციელების უფლება; ი) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი სიყალბე ან/და არაზუსტი ინფორმაცია; კ) ბიუროს/პლატფორმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოღება/რეგისტრაციის გაუქმება; ლ) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით ეროვნული ბანკისთვის ბიუროს მიერ ზედიზედ ორჯერ ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის დასკვნის წარუდგენლობა; მ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ბიუროსათვის/პლატფორმისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან/და ლიკვიდაციის თაობაზე; ნ) ბიურო/პლატფორმა არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან/და ეროვნული ბანკის წერილობით მითითებებს ან/და შემოწმებაზე არ დაუშვა ეროვნული ბანკის თანამშრომლები. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბიუროს/პლატფორმას (ასევე მის ფილიალს და შვილობილ კომპანიას) გაუუქმოს რეგისტრაცია, თუ ეროვნული ბანკისათვის ცნობილი გახდა, რომ ბიუროს/პლატფორმის სათავო დაწესებულებას ჩამოერთვა მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სათანადო ოპერაციების წარმოების უფლება. 4. ბიურო ვალდებულია რეგისტრაციის გაუქმებისას, გადახდისუუნარობის ან/და ლიკვიდაციის შემთხვევაში, ბიუროში დაცული მონაცემები (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტების პერსონალური ინფორმაცია) სრულად გადასცეს ეროვნულ ბანკს, რომელიც მონაცემთა ბაზის შემდგომი გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან შეთანხმებით. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პლატფორმას გაუუქმოს რეგისტრაცია, თუ პლატფორმის მიერ წარდგენილმა პროდუქტმა წარმატებით ვერ გაიარა „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 მაისის №110/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული ტესტირების ეტაპები. მუხლი 11. მნიშვნელოვანი წილის შეძენა 1. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს ბიუროს/პლატფორმის მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ ბიუროს/პლატფორმის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა 10 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესახებ. 2. ეროვნულ ბანკს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების მიზნებისათვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. 3. ეროვნული ბანკი განაცხადს მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე განიხილავს მისი წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება. 4. განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს განუსაზღვროს მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული პირისათვის ბიუროს/პლატფორმის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველს. 6. ბიუროს/პლატფორმის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესახებ ან ეროვნული ბანკისგან მიღებული დასაბუთებული უარის მიუხედავად, მაინც შეიძინა მნიშვნელოვანი წილი. მუხლი 12. ბიუროს და პლატფორმის ადმინისტრატორთა ვალდებულებები 1. ბიუროს/პლატფორმის ადმინისტრატორი ვალდებულია ბიუროს/პლატფორმის საქმიანობა წარმართოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, უზრუნველყოს ბიუროს/პლატფორმის წინაშე მდგარი ფინანსური, საოპერაციო, იურიდიული თუ სხვა რისკების ადეკვატური მართვა. 2. ბიუროს/პლატფორმის ადმინისტრატორი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ორგანიზაციის მასშტაბით პოლიტიკის, პროცედურებისა და შესაბამისი სისტემების არსებობა ფინანსური, იურიდიული, საოპერაციო და სხვა რისკების მართვის ჭრილში, რომელიც მოიცავს ყველა პროდუქტს, მომსახურებას და ოპერაციებს და რომელიც თანხვედრაშია ბიუროს/პლატფორმის რისკის პროფილთან. 3. ბიუროს/პლატფორმის ადმინისტრატორმა უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის სათანადო და კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტება, იზრუნოს კომპეტენტურობის და პატიოსნების პრინციპების ამაღლებასა და განვითარებაზე. 4. ბიუროს/პლატფორმის ადმინისტრატორთა პასუხისმგებლობაა, რომ რისკების მიმართულებით ამაღლდეს ცნობიერების დონე მთელი ორგანიზაციის მასშტაბით იმ მიზნით, რომ ბიუროს/პლატფორმის ყველა თანამშრომელი სათანადოდ ინფორმირებული იყოს, თუ რისგან შედგება და რას მოიცავს ბიუროს/პლატფორმის წინაშე მდგარი სხვადასხვა ტიპის რისკი. 5. ადმინისტრატორი პასუხისმგებელია, რომ ბიურომ/პლატფორმამ შეიმუშაოს მსხვილი საოპერაციო რისკის მოვლენის შესახებ ეროვნული ბანკისათვის შეტყობინების მექანიზმი.“. 9. მე-13 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბიუროს და პლატფორმის საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩო“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში მოქმედ ყველა ბიუროს/პლატფორმას უნდა გააჩნდეს საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩო (შემდგომში – ჩარჩო). 2. ბიურო/პლატფორმა ვალდებულია რეგულარულად შეაფასოს ჩარჩოს ადეკვატურობა და განაახლოს ის მოსალოდნელი საოპერაციო რისკებისა და რისკის პროფილის ცვლილების შესაბამისად.“. 10. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. მოთხოვნები საინფორმაციო სისტემების მიმართ 1. ბიუროს/პლატფორმას უნდა გააჩნდეს პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც მოიცავს ორგანიზაციის არსებული საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების ადეკვატურობის და უსაფრთხოების საკითხებს. 2. საინფორმაციო სისტემებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკა და პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს აღიარებულ სტანდარტს და მეთოდოლოგიას. 3. ბიურომ/პლატფორმამ უნდა დანერგოს ისეთი საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები, რომელიც შესაფერისია და შეესაბამება მის მიერ განხორციელებულ და სამომავლო ოპერაციების მოცულობასა და კომპლექსურობას. 4. ბიურომ/პლატფორმამ რეგულარულად უნდა შეაფასოს და გადახედოს საინფორმაციო სისტემების შესაბამისობას და შესაფერისობას ბიუროს/პლატფორმის ზომის, კომპლექსურობისა და სირთულის გათვალისწინებით. 5. ბიურო/პლატფორმა ვალდებულია შეიმუშაოს საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საინფორმაციო უსაფრთხოების მიზნებს და სტრატეგიას. აღნიშნული გულისხმობს ორგანიზაციაში არსებული მონაცემების სათანადო დაცვას. 6. საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკამ უნდა მოიცვას ბიუროში/პლატფორმაზე არსებული ყველა მონაცემის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხი. 7. ბიურომ/პლატფორმამ, არანაკლებ წელიწადში ორჯერ, უნდა ჩაატაროს შეღწევადობის ტესტირება, რომელიც განხორციელდება გარე აუდიტორული კომპანიის ან სხვა შესაბამისი კომპეტენტური ორგანიზაციის მონაწილეობით, რომლის ვინაობაც წინასწარ უნდა შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან. შეღწევადობის ტესტირებამ უნდა მოიცვას ორგანიზაციის ყველა საინფორმაციო სისტემა და დაკავშირებული პროცესები. 8. ბიურომ/პლატფორმამ, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, უნდა განახორციელოს საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების დამოუკიდებელი აუდიტი, რომელიც განხორციელდება გარე აუდიტორული კომპანიის ან სხვა შესაბამისი კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ, რომლის ვინაობაც წინასწარ უნდა შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან. 9. საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების აუდიტი მინიმუმ უნდა მოიცავდეს ორგანიზაციის ბიზნეს უწყვეტობის მართვის, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და მონაცემთა ხარისხის მართვის გარემოს. საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის გარემოს ფარგლებში ჩატარებულმა აუდიტმა მთლიანად უნდა მოიცვას ბიუროს/პლატფორმის საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა და დაკავშირებული პროცესები. 10. ბიურო/პლატფორმა ვალდებულია ინფორმაციის უსაფრთხოების და დაცულობის ნებისმიერი ხარვეზი დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს.“. 11. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ბიურო ვალდებულია ამ წესის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის მოთხოვნა დააკმაყოფილოს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები