„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №606 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №606 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 454
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.023666
454
12/09/2022
ვებგვერდი, 13/09/2022
190020010.10.003.023666
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №606 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №454

2022 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №606 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №606 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2021, 190020010.10.003.023161) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

მუხლი 81.  „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დაცვის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1551 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით, „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამისი დადგენილების მიღებამდე/ამოქმედებამდე, ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურები შესაბამისად გავრცელდეს ამავე დადგენილებით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციებზე მათ მიერ 2023 წლის შესყიდვების გეგმით შესასყიდ იმ ობიექტებთან მიმართებით, რომლებიც ექცევიან ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ კლასიფიკატორის კოდებში.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი