დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 დეკემბრის №344 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 364 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/09/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.157.016468 |
|
„2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 დეკემბრის №344 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები ,,2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 დეკემბრის №344 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 31.12.2021 წ. სარეგ.კოდი 010250020.35.157.016448) დამტკიცებულ „2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამაში“:
1. „2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსწავლეთა, სტუდენტთა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ მოქალაქეთა სტიმულირების, მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების და მექანიზმების, გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების ჩამოყალიბების ხელშეწყობის, ასევე თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების და სტიმულირების მიზნით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მე-16 მუხლით, „კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი“, 05.03.01 პროგრამული კოდით გათვალისწინებულ მხარდაჭერა/წახალისებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა/ხელშეწყობის დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სტიმულირება/მხარდაჭერის სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. მხარდაჭერის გაცემის აუცილებელი პირობაა, მოქალაქე/ორგანიზაცია რეგისტრირებული იყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება ხდება სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება პროგრამის 81-ე მუხლზე. 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის და მუნიციპალიტეტში მოქმედი საინიციატივო ჯგუფების ან ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გასაცემად საკითხების წინასწარი მომზადების, განხილვის, გადაწყვეტილებათა მომზადებისა და შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურსამართლებრივი აქტის საფუძველზე, არანაკლებ 5 (ხუთი) კაცის შემადგენლობით იქმნება პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ ,,კომისია“), რომელიც წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედ კოლეგიურ ორგანოს. კომისიის უფლებამოსილება, სტრუქტურა და კომისიის წევრთა უფლება მოვალეობები, აგრეთვე კომისიის მუშაობის წესი რეგულირდება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით”, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. 4. წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ და წარმატებულ მოქალაქეთა სტიმულირების, მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების, ასევე მოქალაქეთა მონაწილეობის გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების, ინსტრუმენტების და მექანიზმების, ჩამოაყალიბების ხელშეწყობას.“ 2. „2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალურ პროგრამას“ დაემატოს 81-ე მუხლი შემდეგი რედაქციით: მუხლი 81 . ბასილ მელიქიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემას, საქართველოში რეგისტრირებულ მოქალაქეზე, რომლმაც გაიმარჯვა მუნიციპალიტეტის მერიისა და მწერალთა შემოქმედებითი კავშირის მიერ ორგანიზებულ, ბასილ მელიქიშვილის სახელობის ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში. 2. ფულადი მხარდაჭერა კონკურსის გამარჯვებულზე შეადგენს ერთჯერადად 2500 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 3. პროფესიული წარმატების მქონე მოქალაქეებზე ფულადი მხარდაჭერის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. 4. ანგარიშსწორების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში საჭიროა წარმოდგენილი იქნეს კონკურსში გამარჯვებული პირის შესახებ შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საბანკო რეკვიზიტები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები