„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14-83
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/09/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.017025
14-83
09/09/2022
ვებგვერდი, 12/09/2022
310060000.35.101.017025
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14-83

2022 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016353) შევიდეს ცვლილება და  დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის:

ა) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „A“ კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის (რომელზეც განთავსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი ტაქსის აღმნიშვნელი  თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი შავი ფერის წარწერით „TAXI თბილისი“) პარკირებისათვის. ამ სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებელი განისაზღვრება დანართი 7-ის შესაბამისად;“

ბ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარკირების საფასურის გადახდისას მიეთითება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი, ხოლო ზონის მიხედვით დადგენილი პარკირების საფასურის გადახდისას ასევე მიეთითება იმ ზონისა და პარკირების ადგილის ნომერი, რომელშიც პარკირებულია სატრანსპორტო საშუალება. საფასურის გადახდისას ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიუთითებლობა ან არასწორად მითითება ჩაითვლება დადგენილი პარკირების საფასურის გადაუხდელობად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე